ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მავნებელის რიცხოვნობის დადგენის მიზნით მონიტორინგი გურიის რეგიონში აქტიურად ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საკოორდინაციო მართვის ცენტრის უშუალო ძალისხმევით, ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის სოფელ შუხუთში „მოიზიდე და გაანადგურე“ პროგრამის ფარგლებში მორიგი წამლობა განხორციელდა. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგად ფაროსანას გავრცელების არეალი, წინა წლებთან შედარებით, შემცირდა და ერთეულ ადგილებში ფიქსირდება, თუმცა, ზაფხულის პერიოდში, მისი ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, მავნებელი იწყებს კვერცხდებას, ამიტომ აუცილებელია დროული და ეტაპობრივი წამლობის ჩატარება. მიმდინარე წელს, მონიტორინგის ფარგლებში, მავნებლის სპეციალური დამჭერი ხაფანგები (ფერომონები) დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განთავდა. ამ პროცესში ფერმერთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს უშუალო მხარდაჭერით, მეთხილე ფერმერებმა ამ ეტაპზე მეორე წამლობა ჩაატარეს, რის შემდეგაც წამლობის პროცესი შემუშავებული სქემის მიხედვით გაგრძელდება.

Visited 150 times, 1 visit(s) today