ფაროსანას წინააღმდეგ გურიაში 18 ერთეული სპეცტექნიკა იმუშავებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, გურიის რეგიონში 18 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა იმუშავებს. მაღალი გამავლობის ტექნიკა უკვე მობილიზებულია რეგიონში და მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილდება: 7 – ოზურგეთში, 5-ლანჩხუთში, 4 ჩოხატაურში და 2 სატრაქტორე აგრეგატი საყანე ფართობების დასამუშავებლად. მუნიციპალიტეტების მასშტაბით, შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები; სოფლების ტერიტორიები; სიმინდის ფართობები, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება; ტყისპირა ზოლები „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით, რათა დასახლებულ ტერიტორიებზე ტყიდან მავნებლის გავრცელება აღიკვეთოს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან, გურიის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს გააცნეს. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად ჩასატარებლად. გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, რეგიონში მობილიზებულია საჭირო რაოდენობის ტექნიკა, პრეპარატები, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი და მავნებლის კერების იდენტიფიცირება. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და ღონისძიებების კომპლექსურად გატარება.

Visited 187 times, 1 visit(s) today