ფარული მოსმენების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ხვალ პირველ შეხვედრას გამართავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფარული მიყურადების საკითხის საკანონმდებლო რეგულირების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ხვალ პირველ შეხვედრას გამართავს. შეხვედრა 14:00 საათზე, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში (თბილისი) გაიმართება, სადაც განხილვის თემა ”სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონსა და სხვა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესამუშავებელი ცვლილებები იქნება.
ამავე საკითხზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კამპანიის ”ეს შენ გეხება” წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

”ყველა ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა უნდა იყოს გარანტირებული და სახელმწიფოს ეს მაღალი პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი ყველა შესაბამისი ინსტრუმენტით ისე, რომ არ მოხდეს არაპროპორციულად პირად დაცულ სივრცეში ჩარევა. ამ ბალანსის დაცვაზე ყველანი ვთანხმდებით. ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ შეიძლება მოვიფიქროთ კონტროლის დამატებითი მექანიზმები, გარე კონტროლზეა საუბარი – გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და სასამართლოსი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება როგორც გარე კონტროლის ეტაპი, ასევე, ვფიქრობთ, საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის გაზრდაზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, საქართველოში ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც სახელმწიფოს მისცემს ეფექტურ საშუალებას, განახორციელოს როგორც მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, ასევე, გაზარდოს პირადი ცხოვრებისა და პერსონალური სივრცის დაცვის გარანტიები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც ფარული მიყურადების საკითხებს ეხება.

Visited 117 times, 1 visit(s) today