ფერმერებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ გადაეცათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

21 მარტს, ახმეტის მუნიციპიალიტეტის გამგებლის მოადგილემ დავით ფოცხვერიშვილმა მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ ფერმერებს თუთის ნერგები გადასცა. ბენეფიციარებს თუთის ნერგები უსასყიდლოდ გადაეცათ.
მეაბრეშუმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში კომპანია “ასკანელი ძმების” დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ და ქართველმა ბიზნესმენმა უზბეკეთიდან ჩამოტანილი თუთის 100 ათასი ნერგი სახელმწიფოს გადასცეს.
თუთის ნერგების გაშენება შესაძლებელია როგორც ინტენსიური ნარგაობის, ასევე ერთეული ძირების სახით. შესაძლებელია აღნიშნული ნერგების სანერგეში დარგვა და თუთის ნამყენი ნერგების წარმოება.

Visited 218 times, 1 visit(s) today