ფერომონიანი მწერსაჭერების მონიტორინგი დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე ჯავახეთის წიწვოვან კორომებში, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული ფერომონიანი მწერსაჭერების მონიტორინგი დასრულდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში 2425 ცალი ხაფანგი განთავსდა, რისი საშუალებითაც დაჭერილი და განადგურებულია 3 მილიონამდე მავნებელი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მთელი წლის მანძილზე ხაფანგებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება – ანალიზი, შემდგომში საერთო ანგარიშის წარსადგენად. ანგარიშში გათვალისწინებული იქნება განსაზღვრულ ფართობებზე შესაბამისი ღონისძიებების რეკომენდაციები და მავნებლის კონტროლისათვის ალტერნატიული მეთოდების შემუშავება, რაც მიზნად ისახავს აღნიშნულ რეგიონში ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Visited 144 times, 1 visit(s) today