ფესტივალი ,,არტ გენი“ ბოლნისში 28 ივნისს გაიმართება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

28 ივნისს ქ.ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება ფესტივალი არტ გენი, სადაც მონაწილეობას მიიღებს წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული ანსამბლები. ღონისძიებაში ჩართულია საბრძოლო ხელოვნებით გამორჩეული მებრძოლები “შავფაროსნები”. დღის ბოლოს კი გაიმართება ჯგუფების “რეგიონი”-სა და “ფრანი”-ს დასკვნითი კონცერტი.
პარალელურად წარმოდგენილი იქნება რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები.
წარმოდგენილი იქნება ასევე ქართული კულინარია და ხალხური თამაშობები.
ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და შენახვა მომავალი თაობებისთვის. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები და წარმოდგენები საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდა მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე ტარდება ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. ჩვეულებრივ ფესტივალი იწყება საქართველოს რეგიონებიდან და ტრადიციულად იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ფესტივალი არტ გენი დაფუძნდა 2004 წელს და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება. დღეს ის წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხალხმრავალ ღონისძიებას, რომელსაც საშუალოდ 40-50 ათასი ადამიანი ესწრება.
2016 წელს ფესტივალს სლოგანის სახით გასდევს “დავუბრუნდეთ სოფელს”.

Visited 311 times, 1 visit(s) today