ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფესტივალი „ევროპალია საქართველო” კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც გაიმართება კულტურული ღონისძიებები. 4 თვის განმავლობაში, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, 400-მდე ღონისძიება იგეგმება.

„მოეწყობა გამოფენები, კონცერტები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები, სხვადასხვა ტიპის მხატვრული და კულტურული აქტივობები. ჩვენ ვართ ევროპის კულტურის სივრცის საერთო ნაწილი და „ევროპალია” არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი და ღონისძიება ევროკავშირის ფარგლებში, ევროპულ ოჯახში, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მე მსურს, ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Visited 83 times, 1 visit(s) today