ფესტივალი – “ტბათანა 2023” გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

წოვა თუშების თემის საინიციატივო ჯგუფისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით ფესტივალი – “ტბათანა 2023” გაიმართა. ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, პარლამენტის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური ადგილობრივებთან ერთად დაესწრნენ. ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით; ღონისძიების პარალელურად გაიმართა ტრადიციული თუშური ლუდის და ღვინის დაგემოვნება და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა. ფესტივალი “ტბათანა” ყოველწლიურად იმართება და ტრადიციულ ხასიათს ატარებს. ფესტივალის მიზანია ტბათანას, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარება და პოპულარიზება.

Visited 67 times, 1 visit(s) today