ფეხბურთის მოყვარულთათვის შემოქმედის ცენტრში მონიტორი დამონტაჟდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს საფრანგეთში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. გახსნით შეხვედრაში, საფრანგეთის ცენტრალურ სტადიონზე, ”სტად დე ფრანსზე” ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები და რუმინეთი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყო.
ფეხბურთის გულშემატკივრებს პირდაპირი ტრანსლაციის ყურება ჩემპიონატის მიმდინარეობის მანძილზე სოფელ შემოქმედის ახლადაშენებულ სკვერში შეეძლებათ.
საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებასთან დაკავშირებით შემოქმედის თემზე სოფლის პროგრამით გამოყოფილი თანხა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მონიტორის შესაძენად გაიხარჯა.
დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, გურიის გუბერნატორის მოადგილე – სოსო ერქომაიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია და გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაესწრნენ

Visited 210 times, 1 visit(s) today