ფეხბურთის ფედერაციის მიერ გადამზადებული 1000-მდე მასწავლებელი უახლოეს მომავალში საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებეში აქტიურად იმუშავებენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და აქტიური მხარდაჭერით, ხორციელდება უპრეცედენტო პროგრამა – «ფეხბურთი სკოლებში“. პროგრამის პირველ ეტაპზე რეგიონების სკოლებში 1 000-მდე სპორტის მასწავლებელი უკვე გადამზადდა და ისინი მზად არიან განსაკუთრებული როლი შეასრულონ მომავალი თაობების აღზრდის პროცესში. სპორტის მასწავლებლებს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი შეხვდნენ.
მათ პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს ჩართულობისთვის, აქტიურობისთვის და წარმატება უსურვეს მომავალ, უმნიშვნელოვანეს საქმეში.
ფედერაციის მიერ გადამზადებული 1000-მდე მასწავლებელი უახლოეს მომავალში საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებეში აქტიურად იმუშავებენ, რათა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება ისწავლონ და შეიყვარონ ფეხბურთი და სრულიად უსასყიდლოდ, სასწავლო პროგრამის კვალდაკვალ ივარჯიშონ კვალიფიცურ, გადამზადებულ ფეხბურთის მასწავლებლებთან.
ფეხბურთის ფედერაციამ შეადგინა და გამოსცა სპეციალური წესების წიგნი, რომელიც გადამზადებულ სპეციალისტებს გადაეცათ და მზადების პროცესში დაეხმარებათ. წიგნში დეტალურად არის გაწერილი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის მზადების პროცესის წარმართვის გეგმა, რის მიხედვითაც მასწავლებლები სავარჯიშო პროცესს ჩაატარებენ.
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში პედაგოგებს შესაბამისი ეკიპირება, ხოლო საჯარო სკოლებს, სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინვენტარი გადაეცემათ. მასწავლებლები იმუშავებენ 1-2 კლასის მოსწავლეებთან, რადგან ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარების მიმართულების განსასაზღვრად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ჯანმრთელი მომავლის შექმნის თვალსაზრისით. მასწავლებლების გადამზადებაზე იმუშავეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა ინსტრუქტორებმა.

Visited 172 times, 1 visit(s) today