ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იტალიის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის, ასევე, საგადასახადო და საბაჟო კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურების საკითხები.
საუბარი შეეხო ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციების ჩადების პერსპექტივას და ამ მიმართულებით იტალიური კომპანიების დაინტერესებას.
იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გამოთქვა მზაობა, მხარი დაუჭიროს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას, როგორც ეკონომიკური, ისე საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს იტალიური და ქართული ბიზნესკომპანიების ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას.

Visited 135 times, 1 visit(s) today