ფიჭვნარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალი სასწავლო წლიდან ფიჭვნარში 150 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნება. დასახლებაში საბავშვო ბაღი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით აშენდა.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში აშენდა ორსართულიანი შენობა, სადაც მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვა. შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. ამ ეტაპისთვის ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც მოეწყო სანიაღვრე არხები, ღობე და ეზო დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტის ფარგლებში დაიგება მწვანე ზოლი და მოეწყობა საბავშვო კუთხე, სადაც სხვადასხვა სახეობის ატრაქციონი დამონტაჟდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღი ცეცხლაურსა და დაგვაშიც გაიხსნება.

Visited 185 times, 1 visit(s) today