ფოთის მერი ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა, სადაც საუბარი სკოლებში სარემონტო და სარეაბალიტაციო სამუშაოების განხორციელებას შეეხო. შეხვედრას მერის მოადგილე ირაკლი თოფურია და განათლების რესურსცენტრის დირექტორი გოჩა ქორქია ესწრებოდნენ.

„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელებულ სარემონტო სამუშაოების ჩატარების ხარისხსა და ვადებს გაუწევს ზედამხედველობას. კანონის მიხედვით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“,საჯარო სკოლებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რაც ხელს შეუწყობს სარემონტო სამუშაოების მაღალი ხარისხით ჩატარებას, ზოგადი განათლების სფეროში თანამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვასა და ამ კუთხით, ყველა საჭირო უწყების ჩართულობას. უახლოეს დღეებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სკოლებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

Visited 200 times, 1 visit(s) today