ფოთის პორტი თურქულ გემს „TCG BAYRAKTAR (L-402)“-ს მასპინძლობს.

ფოთის პორტი თურქული გემს „TCG BAYRAKTAR (L-402)“ და საზღვაო ქვეითებს მასპინძლობს. გემზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღვაო სამხედრო სასწავლებლის პირველი კურსის 400 -მდე სტუდენტი იმყოფება და ისინი საზღვაო სწავლებას გაივლიან. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში – მაქბულე კოჩაკი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვიზიტის მიზანია მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკით გაუმჯობესება. გემი ,,TCG BAYRAKTAR (L-402)“ ფოთის პორტს 17 სექტემბერს დატოვებს.

Visited 298 times, 1 visit(s) today