ფოთში, მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფოთში, მრავალბინიანი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 9 აპრილის ხეივანი #18 და # 25, აგრეთვე დ. აღმაშენებლის ქუჩა #8 მრავალბინიანი კორპუსის სახურავის კაპიტალური რემონტის სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გილანი-XXI” აწარმოებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ფოთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ტრანსფერიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სახურავების რეაბილიტაციისთვის 156 255 ლარი დაიხარჯება და სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება.

Visited 238 times, 1 visit(s) today