ფოთში საზღვაო-სამაშველო სამსახური მუშაობას შეუდგა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფოთში საზღვაო სეზონისთვის შექმნილი სამაშველო სამსახური მუშაობას შეუდგა. შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი 18 კაციანი ჯგუფი აგვისტოს ბოლომდე მალთაყვის, კუნძულისა და ნაბადის სანაპირო ზოლზე განაწილდება. დღეს მალთაყვის სანაპირო ზოლზე მაშველებს ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თვმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ააიპ ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორი მიხეილ კილასონია შეხვდნენ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა მაშველებს პირველადი დახმარების შესახებ ტრენინგი ჩაუტარეს. „სამაშველო ჯგუფი სანაპიროებზე გადანაწილდნენ. ზღვის სანაპირო ზოლი 24 საათის განმავლობაში გაკონტროლდება. კატერებითა და სკუტერებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გვეხმარება. სწორედ ამ სააგენტოსთან ერთად ვიმუშავებთ ამ სეზონზე,“ – აღნიშნა მიხეილ კილასონიამ. ფოთის საზღვაო-სამაშველო სამსახური მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

Visited 173 times, 1 visit(s) today