ფოთში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფოთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა . ფოთის საკათედრო ტაძარში კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის ” შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბავშვებისთვის ჯანმრთელობის პარაკლისი ჩატარდა,რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია , კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დამფუძნებელი თამარ ფოფხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფოთის დასვენებისა და ცენტრალურ პარკში სახელოვნებო ცენტრის ორგანიზებით სპეციალურად პატარებისთვის ღონისძიება მოეწყო. 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის დღედ საქართველოს პარლამენტის მიერ 2000 წელს დაწესდა.

Visited 675 times, 1 visit(s) today