ფოკისა და განძის მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფოკისა და განძის მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა.
„მოხდება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფოკისა და განძის სრული გაზიფიცირება. ეს გულისხმობს 600 ოჯახის ბუნებრივი აირით დაკმაყოფილებას. ამ სოფლებში არის ძალიან მძიმე კლიმატური პირობები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. დღეს ჩვენ განვიხილავთ მთავრობის ამ ინიციატივისთვის შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის საკითხს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Visited 173 times, 1 visit(s) today