ფონიჭალაში ცენტრალური პარკი შენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კრწანისის გამგეობის დაფინანსებით, ზემო ფონიჭალაში ცენტრალური პარკის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი რეკრეაციული სივრცე 8 000 კვ.მ-ს მოიცავს. აღნიშნული ტერიტორიის თითქმის სრული ნაწილი ამ დრომდე აუთვისებელი იყო. პარკში უკვე დასრულებულია განათების ქსელისა და სარწყავი სისტემის მონტაჟი, ასევე, დენდროლოგიური სამუშაოები. მოეწყო გამწვანების თარგები, სადაც 15 სახეობის მცენარე, მათ შორის, ოთხმეტრიანი ხეები და ბუჩქოვანი ნერგები დაირგო. ამ ეტაპზე ფონიჭალის ცენტრალურ პარკში ბილიკებისა და შადრევანის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ დასავენებელი სივრცე სრულად აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ახალი პარკით მოსახლეობა მომავალი წლიდან ისარგებლებს.

Visited 226 times, 1 visit(s) today