ფოტოკონკურსის „აღმოაჩინე გურია“ მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოზურგეთში, წამახალისებელი ფოტოკონკურსის „აღმოაჩინე გურია“ მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
წარმატებული მოსწავლეები დღეს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დააჯილდოვეს. კონკურსის გამარჯვებულს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთა მენაღარიშვილს, ორგანიზატორებისგან სიმბოლური პრიზი გადაეცა.
კონკურსის მიზანი გურიის ტურისტული ადგილების, ისტორიულ-კულტურული ძეგლებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაცია გახლდათ. კონკურსში გამარჯვებისთვის საჭირო იყო მონაწილეებს გადაეღოთ შესაბამისი თემატიკის ფოტო, გამოექვეყნებინათ სოციალურ ქსელში, გაევრცელებინათ და დაეგროვებინათ რაც შეიძლება მეტი მოწონება. ატვირთული ფოტო უნდა ყოფილიყო საჯარო და იდენტიფიცირებისთვის გამოეყენებინათ შემდეგი სამი მონიშვნა: ესგურიაა, ფოტოს ადგილმდებარეობა და სკოლის დასახელება.
კონკურსანტებმა ფოტო ნამუშევრები სოციალურ ქსელ facebook-ზე განათავსეს, სადაც მოხდა გამარჯვებულების გამოვლენა, როგორც დაგროვებული მოწონებების რაოდენობის, ასევე, ორგანიზატორების მიერ.
ღონისძიების მხარდამჭერია გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ასევე ა(ა).ი.პ. კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი.

Visited 251 times, 1 visit(s) today