„ფოტო სინთეზი 2016“ ფინალური ფოტოგამოფენა და დაჯილდოება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სასკოლო კონკურსის „ფოტო სინთეზი 2016“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ნიკო კეცხოველის სახელობის I, II და III ხარისხის პრემიების მფლობელები ჟიურიმ 53 ფინალისტიდან შეარჩია.
კონკურსის თემა იყო – „საქართველოს ფაუნა – ფოტოგრაფია vs. ნადირობა“, რაც მიმართულია ბრაკონიერების წინააღმდეგ, რომელიც დიდი საფრთხეა როგორც ველური ბუნებისათვის ასევე ქვეყნის განვითარებისა და მომავალი თაობების ჯანსაღი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის.
პრემია 2014 წელს CENN-ის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ინიციატივით დაფუძნდა და „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა პარტნიორი სახელმწიფო, საერთაშორისო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

Visited 129 times, 1 visit(s) today