ფრანგი ბიზნესმენები სამეგრელოში ინვესტიციების ჩადება გეგმავენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფრანგი ბიზნესმენები სამეგრელოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ინვესტიციების ჩადებას გეგმავენ. კონკრეტულად კი ინვესტორთა ჯგუფი რეგიონში მესაქონლეობის განვითერებთაა დაინტერესებული. დარგის პოტენციალი ინვესტორთა ჯგუფს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დათო კოდუამ და მისმა მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ გააცნეს.
ჩხოროწყუში მესაქონლეობის განვითარების პერსპექტივებზე ინვესტორებს, ჩხოროწყუს გამგებელი და საკრებულოს თავმჯდოამრე ესაუბრნენ. ფრანგა ბიზნესმენებმა ასევე დაათვალიერეს სენაკში არსებული მეცხოველეობის ფერმა და მის მუშაობას გაეცნენ.
დეტალური შესწავლისთვის, ინვესტორთა ჯგუფი უახლოეს მომავალში, დარგის ექსპერტებთან ერთად აპირებს რეგიონს ეწვიოს.

Visited 202 times, 1 visit(s) today