ფრაქცია ”ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი” სახელწოდებას იცვლის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის ბიურო დღეს ცნობად მიიღებს ”ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილებას საპარლამენტო თანამდებობების დატოვებისა და ფრაქციის სახელწოდების ცვლილების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება ფრაქციის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას უკავშირდება.

როგორც prof-news-ს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მოროტაძემ განუცხადა, ფრაქციას შეეცვლება სახელი და ”ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის” ნაცვლად, ფრაქცია ”ეროვნული ფორუმი” დაერქმევა.

”დღეს დავაფიქსირებთ, რომ შეიცვლება ფრაქციის სახელწოდება. გარდა ამისა, დარეგისტრირდება ჩემი და თემურ მაისურაძის განცხადებები უმრავლესობის კვოტებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გუბაზ სანიკიძის და შალვა კიკნაველიძის განცხადებები უკვე შესულია და ავტომატურად მსვლელობა მიეცათ”, – აღნიშნა ანი მიროტაძემ.

თემურ მაისურაძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, ანი მიროტაძე კი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.

”ეროვნულმა ფორუმმა” კოალიცია ”ქართული ოცნება” დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიამ 3 აპრილს გამართულ ყრილობაზე მიიღო. მომდევნო დღეს კი, პარტიამ უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა.

Visited 126 times, 1 visit(s) today