ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მწერლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მწერლებს შეხვდა. ღონისძიება მწერალთა სახლში გაიმართა და მას 100-ზე მეტი თანამედროვე ქართველი ხელოვანი დაესწრო.

მწერალი საქართველოში ჟურნალ 12-ის მოწვევით ჩამოვიდა და ის დედაქალაქს ხვალ დატოვებს.

დღეს მისი რომანის – „სიყვარული ცოცხლობს სამი წელიწადის” მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”, რომელსაც თავად მწერალიც დაესწრება.

„ძალიან მომწონს საქართველო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველ ხალხს მოვწონვარ. ქართველ მწერლებთან კიდევ ვაპირებ გასაუბრებას, რადგან მინდა უფრო მეტი გავიგო მათი შემოქმედების შესახებ”, – განაცხადა ბეგბედერმა.

Visited 278 times, 1 visit(s) today