ფრიდონ ფუტკარაძე შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ოპერირების დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ ოპერირების დირექტორს ნარეშ თელგუს, პროექტის დირექტორს ოლაფურ ბირგისსონს, მიწისა და სოციალურ საკითხთა დირექტორს ზვიად დიასამიძეს და სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორს დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობაში ინგული დავითაძეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მერიასა და კომპანიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობის გზებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით კონკრეტული მიზნები დასახეს.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლება შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ პროექტის შესახებაც ისაუბრეს და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, როგორიცაა გვირაბებში არსებული მდგომარეობა.
კომპანიის წარმამადგენლების განცხადებით ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აგრძელებს შუახევი ჰესის გვირაბების დათვალიერებას, კომპანიის ტექნიკური გუნდი, საერთაშორისო კონსულტანტებთან და ექპერტებთან ერთად ახდენენ ყველა ობიექტის ინსპექტირებას.
ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით შეხვედრები შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯიასთან“ მომავალშიც გაგრძელდება.

Visited 215 times, 1 visit(s) today