ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

“ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად შევჯერდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალურ მოდელზე.” – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრის მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებული გამოწვევების, პრობლემების მიმოხილვა და სამომავლო ხედვების გაზიარება იყო. გაიმართა დისკუსია ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემისა და სახელმწიფო პროგრამების პრიორიტეტული მიმართულებების, ასევე ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მდგომარეობისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დანერგვის საჭიროებების შესახებ. საუბარი შეეხო იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსაც, რომელთა დანერგვამ უფრო ეფექტური უნდა გახადოს ამ დარგში საქმიანობა.

“დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოწვევების მიმოხილვას, რათა ჩამოვყალიბდეთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე, გადავახალისოთ ის სფეროები, რასაც სჭირდება დაუყოვნებელი ყურადღება, ასევე სად არსებობს დამატებითი რესურსის მობილიზების საჭიროება, როგორც ადამიანური თავლსაზრისით, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რათა გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა.
ფსიქიკური ჯანმრთელობა ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, ამდენად ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად შევჯერდეთ და ვიმსჯელოთ, როგორი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისთვის ოპტიმალური მოდელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია, სათემო სერვისების განვითარების დროული ხელშეწყობა, ასევე მაქსიმალურად განვითარდეს ამბულატორიული სერვისი პაციენტებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, გაუმჯობესდეს საზოგადოების მიმღებლობა და განვითარდეს ზოგადად პოზიტიური დამოკიდებულება და მხარდაჭერა ადამიანების მიმართ, რომელთაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები. მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. მინიმუმადე შემცირდეს და მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში იქნეს გამოყენებული ის ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია, მომსახურების ხარისხი იყოს ოპტიმალური და მაქსიმალურად მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან.” – განაცხადა მინისტრის მოდგილემ თამარ გაბუნიამ.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრა „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოს ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის ეფექტური რეფორმის ხელშეწყობა“ ფარგლებში ჩატარდა.

Visited 52 times, 1 visit(s) today