ქალაქ ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ბოლნიის რამდენიმე ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებულ ქუჩებს ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს. მიმდინარე პროექტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა , დავით შერაზადიშვილმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. ადგილობრივი ბაზალტით წისქვილის ქუჩის 60 და კოსტავას ქუჩის 220 გრძივ მეტრზე ქვაფენილი მოეწყობა. ასევე მოპირკეთდება ფარნავაზ მეფის ჩიხი. სამუშოების მიმდინარეობისას დასაქმებულია ადგილობრივი კადრები.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Visited 218 times, 1 visit(s) today