ქალაქ ბოლნისში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასობრივი შემოწმება მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, მედიკოსებთან ერთად ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ. ქალაქში სამედიცინო შემოწმების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელ ბექა წაქაძესთან ერთად გაეცნო. მედიკოსები ყველა მოსახლის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ და საჭიროებიდან გამომდინარე მოქალაქეებს თერმოსკრინინგით ამოწმებენ. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, პაციენტების გადაყვანა მარნეულის ჰოსპიტალში განხორციელდება. ოჯახის წევრები კი მოექცევიან მკაცრ თვითიზოლაციაში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამედიცინო შემოწმება ეტაპობრივად ხორციელდება.

Visited 97 times, 1 visit(s) today