ქალაქ დუშეთის ქუჩების მოასფალტება დაიწყო

ქალაქ დუშეთში, გოგებაშვილის ქუჩის და აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ამხანაგობა “ენკა” და შპს “კოხტის ძირი 2010” ახორციელებენ. მიმდინარე სამუშაოები დღეს, 8 აპრილს დაათვალიერა მერის წარმომადგენელმა დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში – შალვა ინაშვილმა. მისი თქმით, ქუჩების პრობლემური ადგილების მოწესრიგება ზაფხულამდე უნდა დასრულდეს.

Visited 95 times, 1 visit(s) today