ქალაქ ელ-რამადისთან თარხან ბათირაშვილის ცხედარი იპოვეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ერაყელი სამხედროების განცხადებით, ქალაქ ელ-რამადისთან თარხან ბათირაშვილის, მეტსახელად უმარ ალ-შიშანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ერაყული ტელეკომპანია “ალსუმარია” იუწყება.

როგორც ტელეკომპანიას ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განუცხადა, სამხედროები ერ-რამადის სიახლოვეს ოპერაციას ატარებდნენ, როცა “ისლამური სახელმწიფოს” 10 წევრის ცხედარს მიაგნეს.

მისი მტკიცებით, ერთ-ერთი სწორედ თარხან ბათირაშვილია.

მანამდე, პენტაგონმა განაცხადა, რომ უმარ ალ-შიშანი სირიაში ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.

როგორც ცნობილია, ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.

Visited 207 times, 1 visit(s) today