ქალაქ ზუგდიდში რკინიგზის გადასასვლელი კეთილმოეწყობა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითრების განყოფილების გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ქალაქ ზუგდიდის ვიცე-მერ გია გულორდავასა და ქალაქ ზუგდიდის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროს ეკატერინე თოდუასთან ერთად თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სალიანდაგო გზის, ავტომობილებისათვის განკუთვნილი გადასასვლელი დაათვალიერა.ვასილ ხორავას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდება.
კერძოდ, ლიანდაგის აღნიშნულ გადასასვლელზე, ბათუმის შემდეგ ქალაქ ზუგდიდში, მოხდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი – კაუჩუკის საფარის მოწყობა. ტერიტორიის სარეაბილიატციო სამუშაოების დაწყება აპრილის ბოლოს იგეგმება.

Visited 230 times, 1 visit(s) today