ქალაქ ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი გრძელდება

ქალაქ ოზურგეთში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი გრძელდება. ამჯერად თაყაიშვილის ქუჩაზე, მოძრაობის მიმართულებების დარეგულირების მიზნით, კაუჩუკის ბოძ-კინტები განთავსდა. აღნიშნული ბოძები მოძრაობის ზოლებს ერთმანეთისგან გამოყოფს და მძღოლებისთვის გადაადგილებას გააადვილებს.

Visited 233 times, 1 visit(s) today