ქალაქ ოზურგეთში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ ოზურგეთში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ ნემიროვიჩ-დანჩენკოს ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია ბოლო 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ქსელის მოწესრიგების შემდეგ მოიმატებს წნევა და მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება.
“ამ ქუჩაზე დაგეგმილი გვაქვს ასფალტის საფარის დაგება, პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მზად არის, მაგრამ რადგან აქ მთლიანად ამორტიზირებული იყო წყლის სისტემა და მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა, საქართველოს გაერთიანებული წყალის კომპანიასთან შევთანხმდით, რომ ასფალტის საფარს სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდგომ დავაგებთ. კომპანიის ხელმძღვანელობას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობას ვუხდი. “- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის წყალმომარაგების კომპანია ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით აწარმოებს. მისი დასრულების შემდეგ აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და მრავალბინიანი კორპუსის მობინადრეებს წყალი რეაბილიტირებული სისტემით მიეწოდებათ.

Visited 179 times, 1 visit(s) today