ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ წნორში თავისუფლების ქუჩის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების ფარგლებში, 960 მეტრზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და ბორდიურები მოეწყობა.
ინფრასტუქტურული პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მასზე 527 974 ლარი დაიხარჯება.
თავისუფლების ქუჩის გზის რეაბილიტაცია აგვისტოში დასრულდება.

Visited 137 times, 1 visit(s) today