ქალაქ ხაშურთან 26 იანვარს ღამის საათებში შეზღუდვები დაწესდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტრამენტის ინფორმაციით, 2019 წლის 26 იანვრის 00:00სთ-დან 05:00სთ-მდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ131 მონაკვეთზე, ლიხი-ხაშურის დაზიანებული სარკინიგზო ხიდის შეკეთების სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა, დროის აღნიშნულ პერიოდში, სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა, ორჯერ, შუალედურად 30-30 წუთის განმავლობაში.
ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად, საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 236 times, 1 visit(s) today