ქალბატონმა მერკელმა ზუსტად შეაფასა ის მოვლენა, რასაც ქვია ოკუპაცია და მან იმთავითვე განაცხადა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„შეიქმნა გარკვეულ უხერხულობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალბატონი ანგელა მერკელის შეხვედრის დროს. კერძოდ, რამდენჯერმე დაისვა კითხვა ომთან დაკავშირებით, ოკუპაციასთან დაკავშირებით და საინტერესო იყო ის, რომ ქალბატონმა მერკელმა თავიდანვე გასცა საზოგადოებას ის პასუხი, რომელსაც ჩვენ მოველოდით. კერძოდ, მან იმთავითვე აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი არის ოკუპირებული, თუმცა თარგმანი იყო განსხვავებული, სიტყვა არასწორად იყო ნათარგმნი – ნაცვლად ოკუპაციისა ითქვა სიტყვა დაკავებული, რამაც გამოიწვია გაურკვევლობა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი დარჩა გაკვირვებული, როდესაც მის კიდევ ერთხელ დაუსვეს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა.

„ქალბატონი მერკელი დარჩა გაკვირვებული, როდესაც მას კიდევ ერთხელ დაუსვეს ეს კითხვა, თან კონკრეტული ფორმით. მას უკვე ჰქონდა ნათქვამი, რომ ოცი პროცენტის არის ოკუპირებული და მას მოუწია ამის გამეორება. სამწუხაროა, რომ სხვანაირად მოხდა ამის მიწოდება საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ ისე გაიგო, რომ თითქოს თავს იკავებდა ქალბატონი მერკელი ამ ტერმინების გამოყენებისგან და თითქოს ის იძულებული გახდა გამოეყენებინა ეს ტერმინოლოგია, რაც არ არის სწორი, არ არის სამართლიანი პირველ რიგში ქალბატონი მერკელის მიმართ, რომელმაც გამოხატა ძალიან მყარი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელმაც ზუსტად შეაფასა ის მოვლენა რასაც ქვია ოკუპაცია და მან იმთავითვე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი არის ოკუპირებული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 157 times, 1 visit(s) today