ქარელის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქარელი მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. პროექტის ფარგლებში სასმელი წყლით სამი სოფლის – თამარაშენის, საღოლაშენისა და ხვედურეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა დაათვალიერა. სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და ჯამში, მისი ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც გულედანმა აღნიშნა, პროექტი ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება.

Visited 25 times, 1 visit(s) today