“ქარელობის” დღესასწაული გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2015 წლიდან ტრადიციად დამკვიდრდა შემოდგომის სახალხო ზეიმი „ქარელობა“. 13 სექტემბერს ქარელის მუნიციპელიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები.მოწვეულ სტუმართა შორის იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და გუბერნატორის მოადგილეები. ღონისძიებები გათვლილი იყო ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე.ღონისძიებაში მონაწილე ყველა დაწესებულებას ჰქონდა სპეციალურად მოწყობილი კუთხე და საკუთარ შემოქმედებასა და მიღწევებს აცნობდნენ მთავრობის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ მხიარულ სტარტებში,კონკურსში კედელზე ხატვაში .პატარებისათვის დამონტაჟდა ატრაქციონები,რომლებიც უფასოდ ემსახურებოდნენ მსურველებს. გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა სახალხო დღესასწაული „ქარელობა“ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და წარმატება და წინსვლა უსურვა.
მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მიერ წარმოდგენილ კონცერტში ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საესტრადო მომღერალები: ანდრია გველესიანი,მაგდა პაპიძე და ოთო ნემსაძე.გაიმართ ილუზიონისტების შოუ.წარმოდგენები დასრულდა გვიან ღამით ელექტრონული მუსიკითა და გრანდიოზული ფეიერვერკით.

Visited 261 times, 1 visit(s) today