ქარელში რკინიგზის გადასასვლელზე სამუშაოების გამო მოძრაობა შეფერხდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის” მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2018 წლის 16 ოქტომბრის 09:00 საათიდან 17 ოქტომბრის 17:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 102-ე კმ-ზე, ქარელში, სადგურ ქარელში დაცული სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან, სამუშაოების მიმდინარეობისას სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნება სათანადოდ აღჭურვილი გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები (სიგნალისტები), უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

Visited 105 times, 1 visit(s) today