ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროები სამთო მომზადებას გადიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კაცხში ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროებისთვის სამთო სწავლება გაიმართა. სამხედროებმა ბუნებრივ კედელზე ცოცვის ელემენტები შეისწავლეს და სხვადასხვა სირთულის ამოცანა შეასრულეს.
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ 21 აგვისტოდან მიმდინარეობს. კურსის ფარგლებში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამთო მომზადებას საჩხერე-ჭიათურის სასწავლო უბნებზე გადიან.
კურსის განმავლობაში მსმენელები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს, დაშავებულისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის, ასევე ევაკუაციის ორგანიზების წესებს ეცნობიან.
სამთო სწავლებაში 5 ქართველი და 19 უცხოელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. კურსის დასასრულს, ქართველ, თურქ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შემაჯამებელი ტესტირება ჩაუტარდებათ. სამთო მომზადების ზაფხულის კურსი 8 სექტემბერს დასრულდება.

Visited 172 times, 1 visit(s) today