ქართველი მეცნიერები კვლევითი მივლინებით დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ორი ქართველი მეცნიერი ილიას უნივერსიტეტიდან – კონსტანტინე ერისთავი და ბექა კობახიძე 12 თვიანი კვლევითი მივლინებით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან.
მეცნიერები ოქსფორდის უნივერსიტეტში, მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით, კვლევას განახორციელებენ. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში და რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში განხორციელდება.

Visited 175 times, 1 visit(s) today