ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული ტვირთი სოფელ აჰმადხანში ჩაიტანეს. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახეობის ნივთები ადგილობრივი მცირეწლოვნების გარდა უფროსებისთვისაც იყო განკუთვნილი.
V ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.
„მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში წარმოებული ჰუმანიტარული აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.

Visited 149 times, 1 visit(s) today