ქართული დიასპორა-დღევანდელობა და გამოწვევები

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია – „ქართული დიასპორა – დღევანდელობა და გამოწვევები“, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული დიასპორის პოტენციალის წარმოჩენასა და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართვას ქვეყნის განვითარების პროცესში. კონფერენცია ოფიციალურად გახსნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, რის შემდეგაც გაიმართა ფილმის ჩვენება „ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა“. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მისიის წარმომადგენელმა საქართველოში ზურაბ ყორღანაშვილმა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლების ხელმძღვანელებმა, საქართველოს ხელისუფლების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა სამი თემატური ჯგუფი: „ლევილის მამული – წარსული, აწმყო, მომავალი“, „განათლებისა და მეცნიერების საკითხები და ახალგაზრდობა“ და „დიასპორული ინვესტიციები“.

Visited 148 times, 1 visit(s) today