ქართული ენის დღე აღინიშნა ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქართული ენის დღე აღინიშნა ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრში. რელიგიისა და ისტორიული ძეგლების წრის წევრებმა წარმოადგინეს კომპოზიცია „ენა დედაა ერისა“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის, დამწერლობის, საქართველოს ისტორიაში ქართული წიგნიერების მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფრუიძე, განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი კერესელიძე, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის აღსაზრდელები და მათი მშობლები. დასასრულს, ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის მენეჯერმა ალექსანდრე ჯოჯიშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას.

Visited 96 times, 1 visit(s) today