”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას გაიმართება

”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას გაიმართება, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სიას პრემიერ-მინისტრი წარადგენს.

”ამ კვირაში იქნება პარტიული სიის პრეზენტაცია. ამ კვირაშივე დაიწყება იმერეთის რეგიონის მაჟორიტარების წარდგენაც. საზოგადოება გაიგებს, ვინ რა უბანზე იქნება პასუხისმგებელი თავისი ხალხის წინაშე”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თუ რა სახით მიიღებს ის არჩევნებში მონაწილეობას, ამ დროისთვის საუბრისგან თავს შეიკავებს.

Visited 163 times, 1 visit(s) today