”ქართული ოცნების” საარჩევნო სია, რომელიც გავრცელდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახა კალაძის განცხადებით, პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო სია, რომელიც გავრცელდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული.
კალაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან.

”როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ ვინ იქნებიან პარტიის სიის წარმომადგენლები, ვინ იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები, ამას თითონ პარტია ”ქართული ოცნება” ამცნობს საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან. შეგიძლიათ ეს პარტია ”ქართულ ოცნებასთან” გადაამოწმოთ, რადგან სია, რომელიც გავრცელდა, სიცრუეზე იყო დაფუძნებული, შეგეძლოთ პარტია ”ქართულ ოცნებასთან” გადამოწმება”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯერ ადრეა, რომ წინასწარ იქნეს გაჟღერებული, თუ ვინ იქნება სიაში, ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი.

”ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩატარდეს ყრილობა, სადაც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტსაბჭოზე. ყველაფერს თავისი დრო აქვს. 14 მაისს იგეგმება ყრილობის ჩატარება”, – განაცხადა კალაძემ.

Visited 277 times, 1 visit(s) today