„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შეხვედრა იწყება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საკონსულტაციო შეხვედრა იწყება, რომელზეც პარლამენტის სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წევრმა მარიამ ჯაშმა განუცხადა. კითხვაზე, ესწრება თუ არა შეხვედრას პრემიერ-მინისტრი, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ აღნიშნულს ვერ დაადასტურებს.

„მე მაქვს შეხვედრა უშუალოდ პარტიულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს გახლავთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც უკავშირდება უახლოეს დღეებში პარლამენტის სამუშაო პროცესთან დაკავშირებულ მოსამზადებელ საკითხებს“, – განაცხადა ჯაშმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა შეხვედრაზე საკადრო ცვლილებები, მარიამ ჯაშის თქმით, ერთ-ერთი საკითხი ალბათ იქნება საკადრო ცვლილებები და ის პრიორიტეტები, რომლის გარშემოც „ქართული ოცნება“ დაიწყებს მუშაობას.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, ჯაშის თქმით, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის მიიღებს ალბათ მონაწილეობას ჯანდაცვის, სოციალური და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით. თუმცა მარიამ ჯაშმა იქვე დასძინა, რომ მისთვის პრიორიტეტი ეს არის სამგორის მე-12 მაჟორიტარული ოლქი და იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად შეიმუშავა. რაც შეეხება მისი კანდიდატურის განხილვას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ ამას ვერ დაადასტურებს.

Visited 140 times, 1 visit(s) today