„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარების პაკეტები ყოველთვის იყო ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს უკავშირდებოდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„შეზღუდვები, რომლებიც ქვეყანაში ამოქმედდა არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო და, ამავე დროს, ეკონომიკური კონიუქტურა ძალიან დიდ წნეხს ქმნის დასაქმებაზე. ქვეყანაში პრობლემა შეიძლება შეექმნათ როგორც რეგულარულად დასაქმებულებს, ისე თვითდასაქმებულებს. განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია. „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, სოციალური დახმარების პაკეტები ყოველთვის იყო ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყანაში შექმნილ სოციალურ ფონს უკავშირდებოდა. როდესაც ჩვენ გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია და ანალიზის საშუალება, ჩვენ დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევაზეც გვექნება ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

Visited 50 times, 1 visit(s) today