ქართული ღვინო ჩენგდუს საერთაშორისო გამოფენაზე

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა“ (The 94th China Food & Drinks Fair) გაიმართა, სადაც მასშტაბურად იყო წარმოდგენილი ქართული ღვინო. გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო, რომელმაც ჩინეთში ვიზიტის დროს შეხვედრები გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აღნიშნული გამოფენა ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. მასში ყოველწლიურად მონაწილეობს ათეულ ათასობით ვიზიტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე.

ჩენგდუს გამოფენა განსხვავებულია თავისი ფორმატით და ტარდება ორ ეტაპად. პირველი ნაწილი, გაიმართა 20-23 მარტს ერთ-ერთ სასტუმროში, რომელსაც დაესწრნენ მხოლოდ კომერციული პირები: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები. 24-26 მარტს კი გამოფენამ გადაინაცვლა ძირითად საგამოფენო სივრცეში. აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობას იღებდა 15 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „ბატონო“, „თელიანი ველი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „ასკანელი ძმები“, „ქართული ღვინის სახლი“, „შალვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „მეღვინეობა ხარება“, „ქიმერიონი“, „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „ვაზიანი კომპანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ (KTW).

Visited 159 times, 1 visit(s) today