”ქართულმა ოცნებამ” თბილისში ძალიან სუსტი გუნდი წარადგინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოჭიდავეები ჩაანაცვლეს ფეხბურთელებმა, გუშინ ”ქართულმა ოცნებამ” თბილისში ძალიან სუსტი გუნდი წარადგინა – ამის შესახებ ”ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ ახლად წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ”ქართული ოცნება” არ არის გუნდი, რომელიც ქვეყანას სამომავლო განვითარებისთვის გამოადგება.

„ვფიქრობ, რომ ამ გუნდს რეალურად დიდი დისტანცია აქვს პოლიტიკისგან და იმ საქმისგან, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოყვანაში სჭირდება. გუშინ ”ქართულმა ოცნებამ” თბილისში წარადგინა ძალიან სუსტი გუნდი. ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ ნაცვლად პროფესიონალიზმისა, ნაცვალად იმისა, რომ ადამიანები კვალიფიკაციის მიხედვით შეირჩეოდნენ, ისინი ისევდაისევ ახლობლობით, ერთგულებით, მეგობრობით არჩევენ კანდიდატებსა და პოლიტიკოსებს. სწორედ აქედან გამომდინარე, ისინი უნდა დამარცხდნენ 8 ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენს ქვეყანას ეს გუნდი ნამდვილად არ გამოადგება სამომავლო განვითარებისთვის“, – გამაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Visited 159 times, 1 visit(s) today